ჟურნალისტი, პიარის სპეციალისტი, „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ნინო ნოდია, რომელიც დიდი ხანია, პარფიუმერიის სფეროში მუშაობს, ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად პანდემიისა, დეკორატიული კოსმეტიკის მოხმარება გაზრდილია.
ნინო ნოდია:
„თქვენ წარმოიდგინეთ, მოთხოვნა დეკორატიულ კოსმეტიკაზე არ შემცირებულა. შემიძლია გითხრათ, რომ გაზრდილია პომადების მოხმარება. თითქოს ალოგიკურია, პირბადე გვიფარავს ტუჩებს და ტუჩსაცხს ვერავინ დაინახავს, სწორედ აქ ჩანს ქალის ხასიათი, ანუ ქალები საკუთარ თავს ეპრანჭებიან და ნებისმიერ დროს უნდათ ფორმაში ყოფნა. როცა ტუჩსაცხი გისვია, თავს განსაკუთრებულად მომხიბვლელად გრძნობ და განწყობა გიმაღლდება…“