LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიშნობა, რომელიც ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა

217
დმანისი (1)

დმანისში ნიშნობა ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობით დასრულდა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.

ჩვენი მეზობელი ბიჭი მეზობელ სოფელში ამბის გასარჩევად დაიბარეს. როგორც გავიგეთ, გოგოს ამბავზე მომხდარა დაპირისპირება. თუმცა, რამდენად სიმართლეა არ ვიცით“, – ამბობენ ტელეკომპანიასთან ადგილობრივები.

დმანისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქეა დაკავებული.

„ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ს.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტში, ნაცნობს – 2000 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები