ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნოდიკო ტატიშვილმა ბენდი შეკრიბა და 1-ელ მარტ ს „ოტიუმში“ სოლოკონცერტს მართავს. შესრულდება როგორც ჰიტები მისი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტები.

ნოდიკოს ბევრჯერ უმუშავია ბენდთან ერთად და ფიქრობს, რომ ცოცხალი მუსიკის ტენდენციის წამოსვლის კვალდაკვალ, ამ მხრივ საკუთარ მსმენელს გაანებივრებს.

ნოდიკო:

1-ელ მარტს „ოტიუმში“ ვმართავ ძალიან ხალისიან და ბედნიერ კონცერტს. გაზაფხულის პირველ დღეს ერთად გავატარებთ (იღიმის). ეს იქნება პირველი კონცერტი ბენდთან ერთად, ახალი პროგრამით, სადაც შესრულდება ცნობილი სიმღერები ჩემი რეპერტუარიდან, ასევე ცნობილი მსოფლიო ჰიტები, ორი დუეტი სალომე ბაკურაძესა და დათუნა მგელაძესთან ერთად.

ბენდს, რომელთან ერთადაც ამიერიდან ვიმუშავებ, ჰქვია The Five Band. ძალიან მიხარია ეს ამბავი. დიდი ხანია, ჩემი ბენდი აღარ მყოლია, თუმცა დიდი ხნის წინ ვმღეროდი ბენდთან ერთად. რადგან ცოცხალი მუსიკის ტენდენცია წამოვიდა, გადავწყვიტე, რომ მუდმივად ვიმუშაო ბენდის თანხლებით.

ნოდიკო ტატიშვილისა და The Five Band-ისკონცერტი საღამოს ათ საათზე დაიწყება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

მსგავსი თემები