LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი საზაფხულო ჰიტს ამზადებს

396
nodikotat

ნოდიკო ტატიშვილი ისევ სტუდიაშია. „ბრავო რეკორდსში“ მისი ახალი სიმღერა „მე და შენ“ მზადდება. მელოდიაც და ტექსტიც დათო ევგენიძეს ეკუთვნის. რაც შეეხება კომპოზიციის მუსიკალურ შეფუთვას, ყველა ინსტრუმენტი ცოცხლად იწერება. მასზე მუშაობს ბენდი FIVE: კლავიში – თამუნა შეყილაძე, სოლო გიტარა – ზიკო,ბასგიტარა – სანდრო მაისურაძე, დრამი – დავით თუთარაშვილი.

მუსიკალური პროდიუსინგი ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნის.

ამ სიმღერაზე მალე დაიწყება კლიპის გადაღება და საზაფხულოდ გამოვა სიმღერა კლიპთან ერთად. გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება, კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილი იქნება.

ნოდიკო ტატიშვილს ბენდთან ერთად „ოტიუმში“ პირველ მარტს წარმატებული კონცერტი ჰქონდა. ბენდის თანხლებით მაისში მომღერალი კიდევ ერთ კონცერტს გეგმავს, რომლის თარიღიც მალე გახდება ცნობილი.

ნოდიკო:

ძალიან მიხარია, რომ დათო ევგენიძის კიდევ ერთი სიმღერა ჩავწერე. ეს ჩვენი მეორე თანმაშრომლობაა. მისი ერთი კომპოზიცია ჩემს 2011 წლის ალბომშია შესული. მცირე ხნის წინ დათოსთან სტუმრად ვიყავი და ძალიან ევგენური სიმღერა მაჩუქა, რისთვისაც მიდი მადლობელი ვარ.

მგონია, რომ ეს სიმღერა და კლიპი მსმენელს ისე შეუყვარდება, როგორც წინა კომპოზიციები. ველოდებით სიმღერის დასრულებას, რომ კლიპზე მუშაობა დავიწყოთ.

სიმღერა ბენდთან ერთად უკვე ჩავწერე, ბენდთან ერთად, რომელთანაც ბოლო თვეებია, რაც ვთანამშრომლობ. ვგეგმავთ კონცერტს მაისში, შემდეგ გასვლითს – ბათუმში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები