LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილს კიდევ ერთი „მილიონერი“ კლიპი აქვს

1123
nodiko.

ნოდიკო ტატიშვილის კლიპი მილიონმა ადამიანმა ნახა, მისი სოლოკონცერტის ბილეთები კი თითქმის სულ გაყიდულია. შეგახსენებთ, რომ მომღერალი ბენდთან ერთად ახალ პროგრამას წარადგენს, რომელშიც მის მიერ საკუთარი რეპერტუარიდან – ცნობილი კომპოზიციები და ასევე მსოფლიო ჰიტები შესრულდება. ღონისძიება 1-ელ მარტს არის დაგეგმილი რეტორანში „ოტიუმი“ და ბილეთების ძალიან მცირე რაოდენობაა დარჩენილი.

რაც შეხება კლიპს სიმღერაზე„ მე ვოცნებობდი“, რომელიც რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო, ისევე როგორც ნოდიკოს წინა ნამუშევრები, ვიდეორგოლის ნახვები „იუთუბზე“ უკვე მილიონს ასცდა.

თავად მომღერალი ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო სიმღერისა და კლიპის შექმნაში, მადლობას უხდის და აღნიშნავს:

„1.000.000

კიდევ ერთი ახალი მილიონი!

ძალიან მახარებს ეს ამბავი და მაბედიერებს!

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც შეიყვარა ეს სიმღერა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები