ქართული ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი 80 წლის გახდა.
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლისო 5-გზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულია.
ის საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის, საჭადრაკო „ოსკარის“ პირველი მფლობელი, „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატია.
ნონა გაფრინდაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერია.
ლეგენდარული მოჭადრაკე, ბრწყინვალე გამარჯვებებით, დაუვიწყარი და სამაგალითო კარიერით ოქროს ასოებითაა ჩაწერილი მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში.