LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა გაფრინდაშვილის ისტორიული ფოტო, სადაც 28 მოჭადრაკე მამაკაცს ეთამაშება, ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა

573
nonagafrindashvili2011

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, მადლიერების დღესთან დაკავშირებით ცნობილი ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ისტორიულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის გადაღებულია დიდ ნრიტანეთში მამაკაცების წინააღმდეგ თამაშისას.

აშშ-ს საელჩო პოსტში წერს:

“გილოცავთ მადლიერების დღეს!.. ჩვენ მადლიერი ვართ მამაცი და ნიჭიერი ადამიანებისა, რომლებიც ბრწყინავენ და ქვეყნისთვის სიამაყე მოაქვთ. ისეთი ადამიანების, როგორიც არის ქართველი ლეგენდარული ქალბატონი, ვისი წარდგენაც გვინდა დღეს თქვენთვის – მისის ნონა გაფრინდაშვილი – ქალთა შორის ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და პირველი ქალი, რომელსაც FIDE-მ 1978 წელს გროსმაისტერის წოდება მიანიჭა. სულ მცირე ხნის წინ, 2019 წელს, ნონა გაფრინდაშვილმა მეშვიდედ მოიფო მსოფლიო ჩემპიონატი ხანდაზმულ მოჭადრაკეებს შორის.

მათ, ვინც შთაგონებულია შესანიშნავი ფილმით “ლაზიერის გამბიტი”, გვინდა წარვუგდინოთ ფოტო, რომელიც 1965 წელს დიდ ბრიტანეთშია გადაღებული, სადაც ჭადრაკის ლეგენდა ნონა 28 მამაკაც მოჭადრაკეს ეთამაშება”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g