LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ გაიყიდებით იაფად, თქვენ ხომ უნიკალურები ხართ!“ – ბარაკ ობამას ცნობილი გამონათქვამები

952
4

ბარაკ ობამა არა მხოლოდ შეერთებული შტატების პირველი შავკანიანი ლიდერი, არამედ პირველი პრეზიდენტია, რომელიც პოსტის დაკავებიდან სულ რაღაც ცხრა თვეში დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. ამასთანავე, სწორედ ობამა ესტუმრა პირველი კუბას ხანგრძლივი კონფლიქტის შემდეგ და ჰიროსიმას დაბომბვიდან 71 წლის შემდეგ.  სხვათაშორის, 1961 წელს ჯერ კიდევ რობერტ კენედიმ იწინასწარმეტყველა, რომ 40 წელიწადში ამერიკას შავკანიანი პრეზიდენტი ეყოლებოდა. კენედი მცირედით შეცდა, რადგან ბარაკ ობამა მხოლოდ 46 წლის შემდეგ გახდა შეერთებული შტატების პირველი შავკანიანი პრეზიდენტი.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ კურტ კობეინის ცნობილ ფრაზებს:

თუ სწორ გზას ადგახარ და სიარული არ გეზარება, მაშინ აუცილებლად მიაღწევ იმ სამყაროს, რომელსაც ყოველთვის ეძებდი.

ცვლილებები არასდროს მოხდება, თუ სხვის დახმარებას ან „საჭირო მომენტს“ დაელოდები. იყავი მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე, რადგან თვითონ ყველაზე კარგად იცი, რა გაქვს შესაცვლელი!

მომავალი მხოლოდ იმას აჯილდოვებს, ვინც არასდროს ამბობს უარს ოცნებაზე!

ახალგაზრდების მთავარი პრობლემა – სულსწრაფობაა. ერთის მხრივ, მოუთმენლობა  კარგია, რადგან სამყარო კალეოდოსკოპიური სისწრაფით იცვლება, მაგრამ სასურველი ცვლილებების ლოდინში, ბევრს იმედი უცრუვდება და სწრაფად ნებდება წარუმატებლობას.

თუ მხოლოდ დიდი ფულის შოვნაზე ფიქრობ, მაშინ არც ამბიცია გაქვს, არც ოცნება და არც ფული გჭირდება არაფერში.

ნებისმიერი ქვეყნის მთავარი გამოწვევა არა გრანდიოზული პრობლემები, არამედ მეწვრილმანე ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის საკუთარ სარგებელს ეძებენ საერთო პრობლემაში.

თუ საკუთარი აზრი გაქვს და სითამამე გყოფნის წინააღმდეგობის გასაწევად, მაშინ ნუ შეგეშინდება იმ სისასტიკის, რომელსაც ადამიანები შენს მიმართ გამოიჩენენ.