LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგ უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ“ – იუსტიციის მინისტრი ანი წითლიძეს

192
Untitled design (3)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლა ხმაურის ფონზე დაიწყო.

ტრიბუნასთან მისულ რატი ბრეგაძეს ოპოზიციონერი დეპუტატები დახვდნენ შეძახილებით და პლაკატებით, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და წარწერა „ნუ კლავთ“ არის გამოსახული.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ დარბაზიდან გასვლამდე რატი ბრეგაძეს მიმართა – „პასუხს აგებ“.

„აუ, ძაან შემაშინე, ვკანკალებ. უზრდელი ხარ ქალბატონო, მაგ უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ“, – უპასუხა იუსტიციის მინისტრმა წითლიძეს.

შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს უსმენენ.

რატი ბრეგაძე „მინისტრის საათის“ ფორმატში, უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და სამინისტროს გეგმებზე ისაუბრებს, ამის შემდეგ კი ის დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g