LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ შეგეშინდება მტრის, რომელიც თავს გესხმის, გეშინოდეს მეგობრის, რომელიც გეპირფერება“ – დეილი კარნეგის ცნობილი გამონათქვამები

1211
დეილი კარნეგი

ცნობილ პუბლიცისტს და მწერალს დეილი კარნეგის სჯეროდა, რომ „მსოფლიოში არ არსებობენ ცუდი ადამიანები“, არასასიამოვნო სიტუაციას კი, გამოსწორება სჭირდება და არა გამუდმებული ბრძოლით ცხოვრების დანგრევა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ დეილი კარნეგის ცნობილ გამონათქვამებს:

ნუ დაელოდები ხვალინდელ დღეს, გადარჩენა მხოლოდ დღეს შეგიძლია!

ნურავის გააკრიტიკებ, ნუ გაკიცხავ, ნურასდროს იწუწუნებ!

კაცობრიობის შეცვლა თუ გინდა, საკუთარი თავით დაიწყე!

გონიერი ადამიანისთვის ყოველდღე ახალი ცხოვრება იწყება.

ისე მოიქეცი, თითქოს ბედნიერი ხარ და მართლა გაბედნიერდები.

მართალია, ღიმილი არაფერი ღირს, მაგრამ ყოველთვის ძვირად ფასობს!

ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უცხადებს ომს, უკვე პატივისცემის ღირსია.

ბევრი ფსიქოლოგს მიმართავს, მაშინ როცა აუდიტორია სჭირდება.

ბედნიერებას არა პიროვნება, მისი ქონება, არამედ მისი ფიქრები განსაზღვრავს.

კამათში გამარჯვების საუკეთესო მეთოდი – მისგან თავის არიდებაა!

თუ ცხოვრება ლიმონის მეტს ვერაფერს იმეტებს შენთვის, გააკეთე მისგან ლიმონათი.

პირფერობა –  ზუსტად იმის თქმაა ადამიანისთვის, რასაც ის ფიქრობს საკუთარ თავზე.

ადამიანი სულ მცირე ხუთი წუთით მაინც ბრიყვდება დღეში, მთავარია, დროის ლიმიტს არ გადააჭარბოს.

წარსულის ტვირთს დამატებული მომავლის ტვირთი, რომელსაც ადამიანი აწმყოში ზიდავს, ნებისმიერს, ყველაზე ძლიერსაც წაბორძიკებას აიძულებს.

რა თქმა უნდა, შენს პარტნიორს უამრავი ნაკლი აქვს, რადგან იდეალური არც შენთან ისურვებდა ურთიერთობას.

გამომეტყველება, რომელსაც სახეზე „ირგებ“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამოსი, რომელსაც ტანზე იხდენ.

ადამიანის უბედურების მთავარი მიზეზი უსაქმურობაა, როცა ზედმეტად ბევრი დრო აქვს იფიქროს ბედნიერია თუ არა.

სინამდვილეში, ადამიანები გულწრფელად არასდროს ინტერესდებიან შენით, რადგან ყველას მარტო საკუთარი თავი აფიქრებს.

ნუ შეგეშინდება მტრის, რომელიც თავს გესხმის, გეშინოდეს მეგობრის, რომელიც გეპირფერება.

სიყვარულის მოპოვების მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს – არასდროს მოითხოვო და ყოველთვის დაუზოგავად გასცე.

სხვისი ცხოვრებით დაინტერესებით უფრო მეტ მეგობარს შეიძენ, ვიდრე მცდელობით  დააინტერესო სხვები შენი ცხოვრებით.

მხოლოდ ბრიყვი აკრიტიკებს, განიკითხავს სხვას და გამოთქვას საკუთარ უკმაყოფილებას გაუთავებლად, რადგან სხვა არაფერი შეუძლია.

ჩვეულებრივი ადამიანი იღბლიან ქორწინებაში, უფრო ბედნიერია, ვიდრე გენიოსი, რომელიც მთელ ცხოვრებას მარტოობაში ატარებს.

ადამიანი სიამაყით და ეგოიზმით იმართება, მოქმედებას კი პატივმოყვარეობა და ცრურწმენა აიძულებს.