30 ივნისს კლუბ „სფეროში“ ნუცა ბუზალაძის კონცერტი აღარ გაიმართება.
ამის შესახებ განცხადებას კლუბი ავრცელებს.
„მოგესალმებით! როგორც ცნობილია 30 ივნისს კლუბ „სფერო“-ში დაგეგმილი იყო გრანდიოზული გახსნითი ღონისძიება, სადაც სოლო კონცერტს გამართავდა ნუცა ბუზალაძე ბენდ ნიუტონთან ერთად.
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კლუბი “სფერო”-ს ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გაცნობოთ ჩვენი და ნუცა ბუზალაძის ერთობლივი გადაწყვეტილება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ორმხრივი.
❗️ 30 ივნისს დაგეგმილი კონცერტი ამ ეტაპზე გაუქმებულია.
ნუცა მკაფიოდ აფიქსირებს რუსეთის მიმართ თავის პოზიციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ოკუპანტია! სწორედ ამიტომ რუსეთიდან მიღებულ საკონცერტო შემოთავაზებებზე დიდი ხანია უარს ამბობს.
უახლოეს დღეებში ნუცას დაგეგმილი აქვს ამერიკული ტურნე, რომლის შესახებ დეტალებს მსმენელისთვის სიურპრიზად ტოვებს.
კლუბი “სფერო“ წარმატებებს უსურვებს მას. ნუცა მზად არის უახლოეს თვეებში “სფერო“-ში გამართოს სოლო კონცერტი.
შეგახსენებთ, “სფერო”-ს გახსნითი ღონისძიება დაგეგმილია ? ივლისს, აღნიშნული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია, როგორც ???????? ასევე ????????? გვერდებზე. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ???.??-ზე
✓ tkt.ge/DJKORAatSPHERE
კლუბი “სფერო“ ზაფხულის განმავლობაში ბევრ ღონისძიებას და სიურპრიზს გპირდებათ. ჩვენთვის თითოეული მომხმარებლის აზრი მნიშვნელოვანია.
მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!“ – აღნიშნულია განცხადებაში.
? მოგესალმებით! როგორც ცნობილია 30 ივნისს კლუბ „სფერო“-ში დაგეგმილი იყო გრანდიოზული გახსნითი ღონისძიება, სადაც სოლო…
Posted by Sphere • სფერო on Wednesday, June 28, 2023
„თავისუფლება“ – კომოს ტბაზე მყოფი ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებს ახალ ფოტოს უზიარებს
„სწრაფად არ უნდა განსაჯოთ ადამიანები“ – ნუცა ბუზალაძე იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებს