LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნების” რეზოლუციას შესაძლოა მოსკოვში ინტერპრეტაცია მოხდეს, თითქოს პარლამენტმა უკრაინაში ნატო-სა და დასვლეთის მხრიდან ომის გაჩაღების მცდელობა დაგმო – დავით უსუფაშვილი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე

84
უსუფაშვილი

იმას, რაც “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში წერია, მოსკოვიდან შესაძლოა მიეცეს ინტერპრეტაცია, რომ საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში ნატო-სა და დასავლეთის მხრიდან ომის გაჩაღების მცდელობა დაგმო, – ამის შესახებ ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა მმართველი უმრავლესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

“საქართველო შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როდესაც მთელი მსოფლიო ფეხზე დგას და ყოველ დღე ვისმენთ ძალიან მკაფიო და მკვეთრ პოზიციონირებას იმ ქვეყნების მხრიდანაც კი, ვისაც საფრთხე საერთოდ არ ემუქრება” – აცხადებს უსუფაშვილი

როგორც დავით უსუფაშვილმა ამ განმარტა, თუკი პარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაიწერა კონკრეტულად საიდან მოდის ომის საფრთხე, “მოსკოვიც იმაზე საუბრობს, რომ უკრაინაში ვითარება დაძაბულია, რადგან მას ვიღაცამ იარაღი მიაწოდა“.

უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ მომავალ კვირამდე, ვიდრე რეზოლუციის პროექტი ბიუროს სხდომაზე გავა, “ქართული ოცნების“ ლიდერები გაიაზრებენ, თუ როგორ გაუგებარ ვითარებაში იყენებ თავს.

“იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთის მორიგი აგრესიის საფრთხე არამხოლოდ ჩვენს მეზობელ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას ემუქრება, არამედ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, საქართველო შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როდესაც მთელი მსოფლიო ფეხზე დგას და ყოველ დღე ვისმენთ ძალიან მკაფიო და მკვეთრ პოზიციონირებას იმ ქვეყნების მხრიდანაც კი, ვისაც საფრთხე საერთოდ არ ემუქრება, ასეთ ვითარებაში საქართველოს მხრიდან ცხადია საჭიროა მკვეთრად პოზიციონირება და ვაჟკაცობა.” – აცხადებს უსუფაშვილი

მისი თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ უკვე ვართ აგრესიის და ოკუპაციის მსხვერპლი, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, სადაც სიტყვა “რუსეთს“ – როგორც ამ ხიფათის მთავარ წყაროს და საფრთხეს არახსენებს, არის სრულიად გაუგებარი.

“რატომღაც სიტყვა “რუსეთი“ “ქართული ოცნებისთვის“ გადაულახავი წინააღმდეგობა აღმოჩნა.”

“ლელოს” დეპუტატის ინფორმაციით, გუშინ, შუადღისას მიღწეული იყო კომპრომისული ტექსტი, რომელიც “ლელოს“ ბოლომდე არ მოსწონდა, მაგრამ როგორც უსუფაშვილი ამბობს, ერთობლივ პროექტზე შეჯერებისთვის და საკუთარი მოსაზრებების უკან წაღებისთვის მზად იყო.

“რატომღაც სიტყვა “რუსეთი“ “ქართული ოცნებისთვის“ გადაულახავი წინააღმდეგობა აღმოჩნა. ტექსტის შეცვლასთან დაკავშირებით კარგს არაფერს ვფიქრობ. არ მინდა ყველაზე უარესი დავიჯერო, რომ ვიღაცის მცდელობაა პარლამენტის გადაწყვეტილებაში ეს კონკრეტული სიტყვა არ გაჩნდეს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

mazda magti 5g