LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდიშარია: „ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება, მერე ცოტა მეტიც მიიღოს“

147
ფორტუნა - 2023-06-26T171929.743

„ქართული ოცნების“ წევრი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ ის, ვინც მმართველი გუნდის წევრებს პრორუსს დაუძახებს, „მიიღებს ცხვირ-პირში“. ამის შესახებ მან კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

ოდიშარიას ეს რეპლიკა, სავარაუდოდ, იმ ადამიანებს, მიემართებოდა, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტში საქართველოში რუსული გავლენების ზრდის საფრთხეს ხედავენ.

ოდიშარიას თქმით, არ დაუშვებს, რომ მისმა შვილებმა მოისმინონ ბრალდებები, თითქოს ის პრორუსულ ძალას წარმოადგენს. შესაბამისად, მისივე განმარტებით, მსგავსი სახის ბრალდებების ავტორები პასუხს მიიღებენ.

„CISAC (ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია) კი არა, ისეთი ხალხი შეჰყავთ შეცდომაში და ევროპარლამენტარებს ისეთ რაღაცებს აკეთებინებენ და ზოგიერთი ადამიანი ისეთ რაღაცებზე აწერს ხელს, რომ… რამენაირად CISAC-ს ვაპატიოთ, რომ წაუკითხავად მოიწერა წერილი.

აუდიტორული დასკვნაა, რომელიც საქპატენტმა ტენდერის საფუძველზე გამოაცხადა და მიიღო 140 გვერდი. მე ამ ადამიანის გიგა კობალაძის საქციელმა ისე გამაღიზიანა და კიდევ დღეს ეს უტიფრობა გრძელდება

ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება, მერე ცოტა მეტიც მიიღოს. მე არ დავუშვებ ჩემი სამი შვილი ისმენდეს, რომ მე პრორუსულ ძალას წარმოვადგენ და საერთოდ, თურმე ქართული კულტურა არის პრორუსული. ენას კბილი დააჭირეთ, რა! კბილები მარტო იმისთვის არ არის, რომ საღეჭი რეზინი ღეჭოთ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები