მამუკა მდინარაძე გარდაცვლილ მომღერალ ლევან კბილაშვილს ემშვიდობება და აზიარებს ვიდეოს, სადაც ერთად მღერიან.
“ზუსტად რამდენიმე დღის წინ ამომიგდო “მემორიმ” პეკინის ოფისის სამზარეულოში გადაღებული ძალიან ძველი ვიდეო. სამსახურს არავინ ეძახდა, ოჯახი იყო ჩვეულებრივი და ამ ოჯახს განსაკუთრებული წევრი გამოაკლდა… ლევანი ენერგია, სიცოცხლის ხალისი და სტიმული იყო, წარმოუდგენელია მისი არყოფნა ამ ქვეყანაზე!”- წერს მდინარაძე და სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს.