LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახი ისევ ერთადაა. მათ ისევ დაკარგეს ყველაფერი, მაგრამ ამჯერად ომმა ვერავინ წაართვა“ – 11 წლის უკრაინელი ბიჭის ისტორია, რომელიც ომს უკვე მეორედ გაექცა

178
ჰასანის ისტორია

11 წლის ბიჭი, სახელად ჰასანი, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქიდან სლოვაკეთში დამოუკიდებლად გაემგზავრა, ოჯახს დაუბრუნდა – საზღვრის გადაკვეთა ჰასანის დედამ და ბებიამაც მოახერხეს. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის პოლიცია ავრცელებს.

თავად ბიჭუნამ სლოვაკეთის საზღვარი მხოლოდ ერთი პოლიეთილენის ჩანთით გადაკვეთა, ხელზე კი ძმის ნომერი ეწერა.

როგორც უკრაინული მედია წერს, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჰასანის ოჯახი ომს გაექცა: მრავალი წლის წინ მათ სირიის დატოვება მოუწიათ, თუმცა მამის გარეშე, ის გარდაიცვალა. ამის შემდეგ ოჯახი უკრაინაში დასახლდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი, მათ კვლავ გაქცევა მოუწიათ.

თავდაპირველად ჰასანის სამი და ბრატისლავაში გაემგზავრნენ – იქ მათი უფროსი 20 წლის ძმა სწავლობს. შემდეგ ოჯახი ფიქრობდა, თუ როგორ წაეყვანათ უმცროსი ვაჟი საზღვარგარეთ: ბებიას დედა უვლიდა, ამიტომ უკრაინიდან გამგზავრება ვერ შეძლო, ამიტომ მან ბიჭი მატარებელში ჩასვა, რათა და-ძმებთან დამოუკიდებლად ჩასულიყო.

საბოლოოდ, ჰასანის დედამ და ბებიამ ასევე შეძლეს უკრაინიდან ევაკუაცია. ზაპოროჟიედან მათ თან თავიანთი ერთგული მეგობარი – ძაღლიც წაიყვანეს.

„ოჯახი ისევ ერთადაა. მათ ისევ დაკარგეს ყველაფერი, მაგრამ ამჯერად ომმა მათ ვერავინ წაართვა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცემებით, უკრაინა საზღვარგარეთ 3 მილიონმა ადამიანმა დატოვა.