LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსების მიერ ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად უკრაინელი მაშველები დაიღუპნენ

157
საჰაერო დარტყმა

უკრაინული მედია უკრაინის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი უკრაინელი მაშველი დაიღუპა.

ზაპოროჟიეს ოლქში, კამიშევახას დასახლებაზე, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ასევე არიან დაჭრილები.

უკრაინის ეროვნული პოლიცია აღნიშნავს, რომ ბოლო დაბომბვის შედეგად უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი გარდაიცვალა, ხოლო მათმა კიდევ სამმა კოლეგამ სხვადასხვა ჭრილობები მიიღო.