LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახურ ძალადობაზე გამოძახებული პატრული კაცმა დაჭრა და სადარბაზოდან გადახტა

147
unnamed

თემქის დასახლებაში, ერთ-ერთ ოჯახში, კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებული პატრულ-ინსპექტორი მამაკაცმა დაჭრა.

მამაკაცი იმ ქალის მეუღლე იყო, რომელმაც საპატრულო პოლიციაში შეტყობინება დააფიქსირა.

კაცი პატრულის დაჭრის შემდეგ, სადარბაზოს მეშვიდე სართულიდან გადახტა და გარდაიცვალა.

პატრულ ინსპექტორი კი საავადმყოფოში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემქურება.

მომხდართან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს:

“საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის მეუღლე – 1985 წელს დაბადებული გ.კ. გახდა აგრესიული და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს დ.ბ. -ს ცივი იარაღის გამოყენებით, მარცხენა ზედა კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა. აღნიშნული პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ.ბ. -ს ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,”- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები