LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტების მიერ გატაცებული და ნაწამები გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

115
გენადი ბესტაევი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. ის კლინიკაში თითქმის 3 თვის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

53 წლის გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ოჯახი მის გადმოცემას 2 წლის განმავლობაში ითხოვდა.

ბესტაევი ოკუპანტებმა ციხეში სასტიკად აწამეს.

მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, ის ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.

„სამწუხაროდ, გენადი ბესტაევი გარდაიცვალა, იყო უგონო მდგომარეობაში. პირველ რიგში, იგი საოკუპაციო რეჟიმის მიერაა მოკლული, 2 წლის განმავლობაში ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფებოდა, ოკუპანტებმა მხოლოდ მას შემდეგ გადმოგვცეს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული გახდა.

ბუნებრივია,პასუხისმგებლობა ჩვენი ხელისუფლებასაც ეკისრება, რომელმაც 2 წლის განმავლობაში გენადი ბესტაევის გადმოსაცემად, არაფერი და ვერაფერი გააკეთა.“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა და სამოქალაქო აქტივისტმა, დავით ქაცარავამ.

 

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: „ნეტგაზეთი“

პოპულალურები