LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცი ცნობილი ქართველი ექიმია

6693
c2ff1ce5ac30d5373f03ae2c0ba302419a42d4e4

უკვე 5 დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი,ის შაბათს საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს, თუმცა ფაქტი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. მისი ე.წ სასამართლო პროცესი რამდენიმე საათია, რაც დასრულდა და ის კვლავ რჩება პატიმრობაში.

გატაცებული ექიმის მეუღლე „კურიერთან“ საუბარში ამბობს, რომ მასთან კონტაქტი ხუთი დღის წინ ჰქონდა. რაც შეეხება კითხვას, რატომ მოხვდა ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მეუღლე ამბობს, რომ ის ერთ-ერთ პაციენტთან იმყოფებოდა და ამის შემდეგ არ იცის, უბრალოდ რა მოხდა.

ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

რაც შეეხება დანარჩენ თანამოქალაქეებს, რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ზ.ხ.-ს, რ.ზ.-სა და დ.მ.-ს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. სასამართლომ ე.წ საზღვრის კვეთისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. გათავისუფლების სანაცვლოდ, დაკავებულების ოჯახებმა უკვე გადაიხადეს 2000 რუსული რუბლი, თუმცა ამ დრომდე მათი გადმოცემა ქართველი სამართალდამცავებისთვის არ მომხდარა.

რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილს, მასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g