LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიელი მიგრანტები შეიფარეს

afxazeti

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, მათ 800-მდე სირიელი მიგრანტი შეიფარეს. “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ეს დევნილების პირველი ნაკადია.

“თავდაპირველად მივიღეთ 700-800 ადამიანი. ჩვენ ვცდილობთ, მათი პრობლემები გადავჭრათ და შევუქმნათ შესაძლებლობები, იმისთვის, რომ ჩვენს პირობებთან ადაპტაცია განიცადონ,” – განაცხადა ხაჯიმბამ.

მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები სირიელების ნაწილი, ახლა სწავლობს, ნაწილი კი, მუშაობს.

“ისინი მუშაობენ სხვადასხვა სფეროში. ცდილობენ, შეიქმნან და ოჯახებს შეუქმნან პირობები, იმისთვის, რომ მოხდეს აფხაზეთთან მათი შერწრყმა,” – აღნიშნა ხაჯიმბამ.

სირიის პრეზიდენტმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, თანამშრომლობის ხელშეკრულებას 4 სექტემბერს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულებასთან ერთად, გაფორმდა ორი დოკუმენტი: სხვადასხვა სფეროში ერთობლივი კომიტეტის შექმნაზე და ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარებაზე.

აღსანიშნავია, რომ 29 მაისს სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები