LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს, ნატურალური სასმელების ქართული საწარმო გაიხსნა

90
ipiccy-image

გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ყარაფილაში, „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, ნატურალური სასმელების საწარმო „კომბუჩა” გაიხსნა. საწარმო აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელ დირექტორთან დავით საგანელიძესთან, პროგრამა „სტარტაპ საქართველოს” ხელმძღვანელ გიორგი ლომიძესთან და USAID-ის პროექტის – „ზრდა საქართველოში” ხელმძღვანელთან, ქეთევან ჭუმბურიძესთან ერთად გახსნა.

ნატურალური სასმელების საწარმო „კომბუჩა“ ქვეყანაში სრულიად ახალი, ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ჯანსაღი სასმელის წარმოებას იწყებს.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს, სოფელ ყარაფილაში, ამ ახალგაზრდების დაწყებული საქმე კი ორმაგად ღირებული და სასიხარულოა ჩვენთვის. ეს არის საუკეთესო მაგალითი წარმატებისა და მონდომების, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები და შესაძლებლობები ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ ახალგაზრდებმა ცოდნა და განათლება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს და დღეს უკვე საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის იყენებენ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორს, ამერიკულ მხარეს და საქართველოს დიდ გულშემატკივარს კელი დეგნანს ამ პროექტის ერთობლივად განხორციელებისთვის. სწორედ ასეთი პროექტებით ხელს შევუწყობთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ახალგაზრდობის დაინტერესებას და ჩართულობას,“ – აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ.

„დიდ მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს, ჩვენ ერთგულ მეგობარს – ელჩს კელი დეგნანს და ,,ზრდის” გუნდს, რადგან ნდობა გამოგვიცხადეს და ხელი შეგვიწყეს ამ პროექტის განხორციელებაში. პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყეთ და შედეგებს უკვე ვიმკით. ის დაუღალავი შრომა, რომელიც იდეის განხორციელებისთვის გავწიეთ, უკვე დასრულებული სახით არის აქ, საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონში. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ,,სტარტაპ-საქართველომ” და „ზრდამ” ამ ახალგაზრდებთან ერთად შეძლეს ასეთი განსხვავებული და ინოვაციური პროდუქტის წარმოება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. იმედი მაქვს, რომ ასეთი ტიპის საწარმოები დიდ როლს შეასრულებენ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში და ეს იქნება ბრენდი, რომელის სახელს გაუთქვამს საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე. ეს არის ეფექტიანი თანამშრომლობა, კონკრეტული, მიღწეული შედეგით,“ – აღნიშნა ,,სტარტაპ-საქართველოს” დირექტორმა გიორგი ლომიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g