LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკო „საპრეზიდენტო არჩევნების“ ახალ თარიღს ხუთ დღეში გამოაცხადებს

96
Apsny-today.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ცესკო “საპრეზიდენტო არჩევნების” ახალ თარიღს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ტასს“ „საარჩევნო კომისიის“ წევრმა გივი გაბნიამ განუცხადა. ცესკოს ახალი თარიღის გამოსაცხადებლად 5-დღიანი ვადა აქვს.

გაბნიამ ასევე აღნიშნა, რომ „არჩევნებისთვის“ მზადება წარიმართება „სასამართლოს“ გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურის პარალელურად.

„საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხუთი დღის ვადაში უნდა მოხდეს. ხუთი დღის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომას ჩაატარებს“,-განაცხადა გაბნია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკო-ს სასამართლოში წარმოადგენს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. პრეზიდენტის – ხაჯიმბას აგარაკზე შეხვედრა მიმდინარეობს – ვინ ესწრება შეხვედრას

გაბნიას განცხადებითვე ახალ „არჩევნებამდე“ და „ინაუგურაციამდე“ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობა რაულ ხაჯიმბამ უნდა შეასრულოს.

შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოკუპირებულ აფხაზეტში არჩევნები უნდა დაინიშნოს.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები