LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს

130
c224b199cc14230c1f8c24caff4fff1f-XL

19 ხმა ოთხის წინააღმდეგ-აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს. დე ფაქტო პარლამენტი სულ 35 მანდატისგან შედგება. კენჭისყრაზე თავი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა შეიკავა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს

შეგახსენებთ, ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას გადაყენებას ითხოვს. აქცია დილიდან, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარეობდა.

შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და აქციის მონაწილეები ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მათ გატეხეს ფანჯრები და დაამსხვრიეს მინები.

ოკუპირებული აფხაზეთში საგანგებო სხდომისთვის ემზადებიან- დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეჭრის კადრები

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი  – 46,17 პროცენტი. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები