LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთში საგანგებო სხდომისთვის ემზადებიან- დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეჭრის კადრები

203
BeFunky-collage (7)

დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში და ოპოზიციის შტურმი დე ფატქო პრეზიდენტის ადმინსიტრაციასთან. დადასტურებული ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. ადმინისტრაცია სამხედროების დახმარებით დატოვა. ხაჯიმბას დაცვის წევრები, რომლებიც ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის სამუშაო ოთახთან იმყოფებიან, დე ფაქტო პრეზიდენტის ადგილსამყოფელზე კომენტარს არ აკეთებენ.

ე.წ. ოპოზიციის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ “პრეზიდენტის ადმინისტრაცია” დატოვა და აგარაკზე იმყოფება.

ცნობილია, რომ ხაჯიმბამ ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

რუსეთის ე.წ. საელჩო ოკუპირებულ აფხაზეთში თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

"გარდა ქალაქის ცენტრისა, დედაქალაქში ვითარება სტაბილურია" - წერს ე.წ. საელჩო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვს.სწორედ ალხას კვიცინიას მხარდამჭერებმა შეამტვრიეს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელი კარი და მინები.

სოციალურ ქსელში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის კადრები ვრცელდება.

https://www.facebook.com/nizfaa/videos/2840618362673436/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები