LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს

78
1cfb48da0a5a76eea123d82251847d54

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება. ე.წ პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.

ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ხაჯიმბას განცხადების შესახებ დეფაქტო პარლამენტის „დეპუტატმა“ ლეონიდ ჩამაგუამ განაცხადა, რომელიც ხაჯიმბასთან მოლაპარაკებებს ესწრებოდა.

ოკუპირებული აფხაზეთში საგანგებო სხდომისთვის ემზადებიან- დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეჭრის კადრები

„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯერ მზად არ არის ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომ პოსტი დატოვოს“ – განაცხადა ჩამაგუამ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვს.

ოკუპირებული აფხაზეთში საგანგებო სხდომისთვის ემზადებიან- დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეჭრის კადრები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები