ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. რაულ ხაჯიმბა სოხუმში განვითარებულ მოვლენებს ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უწოდებს და აცხადებს, რომ ხახლი პროვოკაციებს არ უნდა აყვეს.
“როგორც კონსტიტუციის გარანტი, მე მივეცი ყველა საჭირო ინსტრუქცია, რომ თავიდან ავიცილოთ არაკანონიერი მოვლენების განვითარება. ამ რთულ ვითარებაში, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სახელმწიფოს არსებობა საფრთხის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ.
რუსეთის ე.წ. საელჩო ოკუპირებულ აფხაზეთში თავის მოქალაქეებს აფრთხილებს
ყველა სახელმწიფო ორგანო საშტატო რეჟიმში მუშაობს. აუცილებლობის შემთხვევაში ჩემს მიერ იქნება მიღებული ზომები, რათა ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოვაცხადო,”- განაცხადა ხაჯიმბამ ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვს.სწორედ ალხას კვიცინიას მხარდამჭერებმა შეამტვრიეს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელი კარი და მინები.
მოგვიანებით, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აქციის მონაწილეებმა ეგრეთწოდებული „პარლამენტის“ შენობაში გადაინაცვლეს.
ოკუპირებული აფხაზეთში საგანგებო სხდომისთვის ემზადებიან- დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეჭრის კადრები
დე ფაქტო პრეზიდენტი აგარაკზე გაემგზავრა