LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ე.წ. საელჩო ოკუპირებულ აფხაზეთში თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

183
Bnb5gkr

„ჩვენ ვაკვირდებით სოხუმში ვითარების განვითარებას ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრასთან დაკავშირებით. რუსებს, რომლებიც სოხუმში იმყოფებიან ვურჩევთ, თავი აარიდონ ადგილებს, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს“ – ეს განაცხადება გაავრცელა რუსეთის ე.წ. საელჩომ ოკუპირებულ აფხაზეთში.

რუსეთის ე.წ. საელჩო განცხადებაში ასევე, წერს, რომ გარდა ქალაქის ცენტრისა, დედაქალაქში ვითარება სტაბილურია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო ოკუპირებულ აფხაზეთში. ოპოზიციამ დე ფატქო პრეზიდენტის ადმინსიტრაცია შტურმით აიღო.ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვს.სწორედ ალხას კვიცინიას მხარდამჭერებმა შეამტვრიეს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელი კარი და მინები.

ხაჯიმბამ შენობა დატოვა - ოპოზიციის შტურმი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

ოკუპირებულ აფხაზეთში სიტუაცია გამწვავდა - დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

დადასტურებული ინფროამციით, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. ადმინისტრაცია სამხედროების დახმარებით დატოვა. ხაჯიმბას დაცვის წევრები, რომლებიც ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის სამუშაო ოთახთან იმყოფებიან, დე ფაქტო პრეზიდენტის ადგილსამყოფელზე კომენტარს არ აკეთებენ.

ცნობილია, რომ ხაჯიმბამ ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g