ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება.
ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა, დინა გასიევამ განაცხადა.
„ყველა იურიდიული პროცედურა სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან მიერთებასთან დაკავშირებით, საპრეზიდენტოს არჩევნების შემდეგ დასრულდება“, – აცხადებს გასიევამ.
ცნობისთვის, 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული.
ამასთან, იქამდე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.