ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რიცხვი 30-მდე გაიზარდა.ინფორმაციას ერთ-ერთი რუსულენოვანი ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.
დე ფაქტო მთავრობის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ანა გაგლოევა აცხადებს, რომ ინფიცირებულებიდან 4 პაციენტი რუსეთის სამხედრო სასწავლებლის სტუდენტები არიან, რომელებიც სამხრეთ ოსეთში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდნენ. მისივე განმარტებით, ყველა მათგანი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
ამ დროისათვის, კარანტინის რეჟიმშია 279 მოქალაქე, 43 თვითიზოლაციაში, ხოლო 24 პირი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
უცნობია რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ოკუპირებულ რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.