LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

116
FORTUNA.GE- (1)

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 წლით ოკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი “საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის” მესამედ დააკავეს

ბესტავეი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული, 5 მარტს ჩანიშნულ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე.

“უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას და მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას.

საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გამოგონილი მიზეზებით განხორციელებულ უკანონო დაკავებებზე, სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ.” – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები