LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული მარიუპოლის მოსახლეობა წამლების ნაკლებობისა და მედპერსონალის არარსებობის გამო იღუპება

62
მარიუპოლი

„ოკუპირებული მარიუპოლის მოსახლეობა წამლების ნაკლებობის გამო იღუპება“, – ინფორმაციას ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დეფიციტშია მძიმე ონკოლოგიური პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტები, ასევე დიაბეტის, ტუბერკულოზისა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისთვის საჭირო წამლები. მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, საფრთხეშია ყველა იმ ადამიანის სიცოცხლე, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

მისივე თქმით, 2 თვეზე მეტია, რაც  რუსი ოკუპანტებისა და მათი დამხმარეების, მარიუპოლის თვითგამოცხადებული ხელისუფლების „დამსახურებით“, მარიუპოლის მცხოვრებლებს არ აქვთ საკმარისი საკვები და ნორმალური სასმელი წყალი.

მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა შეაფასონ ქალაქში მომხდარი ჰუმანიტარული კატასტროფა და მისი მცხოვრებლების გენოციდი. მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს განცხადებით კი, მარიუპოლში ექიმები აღარ არიან.

„გარდატეხის პირველ შედეგებს, სავარაუდოდ, ამ წლის აგვისტოში მიაღწევენ“– გენერალ ბუდანოვის პროგნოზი რუსეთის გეგმების შესახებ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები