LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის საქართველოდან, ოკუპანტები ფსევდო ჩემპიონატისთვის ემზადებიან: ზელენსკი

266
1651589423-ვოლოდიმირ-ზელენსკი-2

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ქალაქი სევეროდონეცკი დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება.

”ეს არის ძალიან სასტიკი ბრძოლა, ძალიან რთული. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ ომის განმავლობაში. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ მიმართულებას იცავს. მრავალი თვალსაზრისით, იქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი,” – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ რუსი ოკუპანტები გეგმავენ, ოკუპირებული რეგიონების მათ შორის საქართველოს რეგიონების, საფეხბურთო გუნდები ფსევდოჩემპიონატისთვის გააერთიანონ.

„ოკუპანტებმა გამოაცხადეს აბსოლუტურად გიჟური ამბავი, რომ ისინი ემზადებიან ოკუპირებული ტერიტორიიდან – დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ხერსონიდან, მელიტოპოლიდან, ყირიმიდან და საქართველოს ნაწილიდანაც კი, საფეხბურთო კლუბები ფსევდო ჩემპიონატისთვის გააერთიანონ,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ამ გადაწყვეტილებას უკრაინელი ხალხის “დაცინვა” უწოდა. პრეზიდენტის თქმით, ამ ტერიტორიებისთვის, ამ ქალაქებისთვის ნორმალური ცხოვრება მხოლოდ უკრაინის დაბრუნება, მისი დროშა და კანონი იქნება.

განახლებადი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით იხილეთ აქ