LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლენა ზელენსკა: უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება – მზად ვართ გავუძლოთ ამას

65
ოლენა ზელენსკა

„იმდენი საშინელი გამოწვევა გვქონდა, იმდენი მსხვერპლი, ნგრევა ვნახეთ, რომ უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება“, – ამის შესახებ უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა BBC-სთან საუბრობს.

მისი განცხადებით, უშუქობისა და სიცივის მიუხედავად უკრაინა აგრძელებს ბრძოლას, რადგან გამარჯვების გარეშე მშვიდობა შეუძლებელია.

„მზად ვართ გავუძლოთ ამას“, – აცხადებს ოლენა ზელენსკა.

რაც შეეხება გამოკითხვას, რომლის მიხედვითაც, უკრაინელების 90% მზად არის იცხოვროს ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში ორი-სამი წლის განმავლობაში, თუ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას დაინახავენ, ოლენა ზელენსკას თქმით, „უკრაინელებმა არ იციან ამ „მარათონზე“ რა მანძილი უნდა გაირბინონ“.

„იცით, ადვილია მარათონზე სირბილი, როცა იცი რამდენი კილომეტრია. ამ შემთხვევაში, უკრაინელებმა არ იციან რა მანძილი უნდა გაირბინონ. ზოგჯერ შეიძლება ძალიან რთული იყოს, მაგრამ არის ახალი ემოციები, რომელიც გვეხმარება“, – აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები