LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: იენს სტოლტენბერგი

47
სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მიზნის ერთ კვირაში მიღწევა ჰქონდა დაგეგმილი.

სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინელების გამბედაობისა და პროფესიონალიზმის, ასევე ნატო-ს მოკავშირეების უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგად შესაძლებელი გახდა რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

„ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა: მას დასახული მიზნების ერთ კვირაში მიღწევა ჰქონდა დაგეგმილი, ახლა კი ომის მე-13 კვირა მიმდინარეობს და რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს კიევიდან, ხარკოვიდან და ჩრდილოეთ უკრაინიდან. თუმცა, ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, დანამდვილებით როდის და როგორ დასრულდება ეს ომი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები