LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომიკრონის” ბოლო ვარიანტი უფრო გადამდებია ვიდრე პირველი და იწვევს მძიმე დაავადებას: თენგიზ ცერცვაძე

506
ცერცვაძე

კორონავირუსის დომინანტი შტამი „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი, BA.2 ჯანმრთელობისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე მისი წინამორბედი BA.1, სუბვარიანტი. – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალ იაპონურ კვლევაზე დაყრდნობით, გამოვლინდა, რომ „ომიკრონის“ BA.2 შტამი, პნევმონიას იწვევს და, ზედა სასუნთქი გზების გარდა, ქვედა სასუნთქ გზებსაც მკვეთრად აზიანებს.

“იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და, მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას”

თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორის თქმით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ქვეშტამით გამოწვეული გართულებებით არის განპირობებული.

„BA.2, ანუ „ომიკრონის“ ყველაზე ბოლო ვარიანტი, 1,5-ჯერ უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონის“ პირველი სუბვარიანტი, BA.1. გარდა ამისა, იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და, მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას. საქართველოში შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი იმასთან ერთად, რომ საქართველოში მაინც ძალიან მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვი. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერ დოზით აცრილთა რიცხვი“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.