LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსაზრება, რომ მიმდინარე ვირუსი „კოვიდზე“ რთულია, უბრალოდ მოქალაქეების აღქმაა – თენგიზ ცერცვაძე

153
თენგიზ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით ქვეყანაში განგაშის ან პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში ნამდვილად ფიქსირდება რესპირაციული ინფექციების შემთხვევების მატება, მაგრამ მინდა დავაფიქსირო მყარი პოზიცია, რომ არანაირი საფუძველი განგაშის ან პანიკისთვის, არ არსებობს. ეს რაოდენობა, რომელიც ახლა, ფიქსირდება ექსტრაორდინარული არ არის, ეს არის ამ პერიოდისთვის, საქართველოსთვის ჩვეული, ყოველწლიური რაოდენობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, COVID19-ის პერიოდში, რესპირაციული ინფექციები პრაქტიკულად გამქრალი იყო, რაც გასაგებია, რადგან მკაცრი შეზღუდვები ხელს უწყობდა რესპირაციული ინფექციების პრევენციას.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, როდესაც აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნა, რესპირაციული ინფექციები ჩვეულ დონეს დაუბრუნდა.

„წლის განმავლობაში პიკი ორჯერ აღინიშნება, დეკემბერი-იანვარი და ეს არის პირველი პიკი, ახლა ვართ პირველ პიკში. რაც შეეხება მეორე პიკს, ეს არის თებერვალი-მარტი, ძირითადად თებერვალი. ახლა არის პირველი პიკის პერიოდია და რაოდენობა არის ჩვეულებრივი, რაც იყო ბოლო 30 წლის მანძილზე“ , – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, მოქალაქეების აღქმაა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ახლა მიმდინარე ვირუსი „კოვიდვირუსთან“ შედარებით რთულია.

„ეს არის უბრალოდ, მოქალაქეების აღქმა, დაავიწყდათ ის, რაც იყო წინა სამი წლის განმავლობაში,თორემ სიმძიმე მაშინ უნდა გენახათ, როდესაც მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით“, -განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და ასევე აღნიშნა, რომ რესპირაციული ინფექცია მძიმედ მიმდინარეობს, თუმცა მისი შედარებაც კი არ შეიძლება იმასთან, რაც 3 წლის განმავლობაში იყო.

რაც შეეხება ე.წ. ღორს გრიპს, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები