LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონის მერია სტიქიისა და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას ავრცელებს

2627
1691087716-362668211_676499414518414_5866018199090811152_n

ონის მუნიციპალიტეტის მერია კურორტ შოვში მომხდარი სტიქიისა და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას ავრცელებს.

„3 აგვისტოს, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად, განადგურდა კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა.

მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა და უმოკლეს ვადებში დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, რომლებიც სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ, ასევე რაჭა-ლეჩუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

რაჭა-ლეჩუმ- ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ პირადად მიიღო მონაწილეობა დაზარალებული მოსახლეობის ევაკუაციაში.

ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები“, – აცხადებენ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში.

4

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g