LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონში ორი თვის წინ დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

819
Untitled_2019-03-23_DHSAMp80Tv8cg2w

ონში ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, მამაკაცის ცხედარი კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს ექსპერტები დაადგენენ.

ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები