LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია ცდილობს პოლიტიკურ კონტექსტში გადაიყვანოს მთავრობის მიერ გამოცხადებული სოციალური დახმარებების პაკეტები – ბექა ლილუაშვილი

124
89504010

„ოპოზიციურ სპექტრს ფაქტობრივად არ დარჩა რაციონალური კრიტიკის სივრცე ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით ოპოზიცია ცდილობს პოლიტიკურ კონტექსტში გადაიყვანოს მთავრობის მიერ გამოცხადებული სოციალური დახმარებების პაკეტები.

„დღეს პრემიერმაც ახსენა, რომ ოპოზიციურ სპექტრს ფაქტობრივად არ დარჩა რაციონალური კრიტიკის სივრცე ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

თუ ჩვენ კრიზისის დასაწყისსში ვისმენდით შეფასებებს, რომ ეს დახმარება არ არის საკმარისი მოქალაქეებისთვის და მათ სჭირდებათ კიდევ უფრო მეტი ფინანსურ მხარდაჭერა. დღეს, როდესაც მთავრობა კიდევ უფრო მეტად ეხმარება მოქალაქეებს, ოპოზიციის მხრიდან გამოითქმის შეფასებები, ისინი ცდილობენ პოლიტიკურ კონტექსტში გადაიყვანონ ეს დახმარებები.

ბუნებრივია არჩევნები არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ეს ღონისძიებები არის ეკონომიკური რეალობის ადეკვატური და ეკონომიკური გამოწვევების დასაბალანსებლად გადადგმული ნაბიჯი. ამ თემის პოლიტიზირება ბუნებრივია არის ოპოზიციური პარტიების და სხვადასხვა ორგანიზაციების შეფასება, თუმცა არჩევნების პირობებშიც კი ბუნებრივია ჩვენ და საქართველოს მთავრობა ვერ მიატოვებს მისი ქვეყნის მოაქალაქეებს გასაჭირის წინაშე და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და გადავლახოთ ეკონომიკური კრიზისის გამოწვევები“,-განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობამ პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი წარმოადგინა, რომელიც მოქალაქეების დახმარების 4 პაკეტს მოიცავს.

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს მთავრობა 1 სემესტრის სწავლას სრულად დაუფინანსებს

მთავრობა ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას ყველას დაურიცხავს, ვინც დარეგისტრირდა, მაგრამ დოკუმენტაცია სრულად ვერ წარადგინა. გარდა ამისა სახელმწიფო 17 წლამდე ასაკის მოქალაქეებზე 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას გაცემს. ოთხი თვის (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) განმავლობაში გაზის გადასახადს, ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის თანხას გადაუხდის.

მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ზამთარშიც აუნაზღაურებს: “იმავე პრინციპით, როგორც აქამდე იყო”

17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს: პრემიერი 

პოპულალურები