კრიშტიანო რონალდოს პოსტი Forza Juve ინსტაგრამის ისტორიაში ლაიქების მიხედვით მეხუთე ადგილზე გავიდა.
პორტუგალიელს უკვე ორი ადგილი აქვს ტოპ-5-ში.

„იუვენტუსში“ პრეზენტაციის შემდეგ, რონალდომ „ბებერი ქალბატონის“ მაისურში გადაღებული ფოტო გამოფინა წარწერით:

 

„წინ იუვე“ (Forza Juve).

 

ორ დღეში პოსტმა 11 252 მლნ მოწონება დაიმსახურა და მეხუთე ადგილზე გადავიდა პოპულარობით ინსტაგრამის მთელი ისტორიის განმავლობაში. მეოთხე ადგილიც რონალდოს პოსტს უკავია, როდესაც ქალიშვილის დაბადება ამცნო სამყაროს (11 447 ლაიქი).

 

პირველი ორი ადგილი უკავია კაილი ჯენერს ახალშობილ გოგონასთან ერთად. მესამეა ჯასტინ ბიბერის ნიშნობის გამოცხადების ამბავი.

რონალდოს „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ, კლუბის ინსტაგრამსა და ტვიტერზე მილიონზე მეტი ახალი ხელმომწერი გაჩნდა.

მსგავსი თემები