LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი შვილმკვდარი დედის საოცარი დიალოგი: „მოვა დრო და ჩვენს გოგოებს შევხვდებით, მაგრამ დედის გულს აქ რომ უნდა იყოს, ამას რა ვუყოთ…“

1166
ტატა და მარიტა და მათი დედები

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგონას, მარიტა მეფარიშვილის დედა, ანა შოშიაშვილი ასევე ტრაგიკულად გარდაცვლილი ტატა რევიშვილის დედას, თიკო ჩხეიძეს ქალიშვილის დაბადების დღეს ულოცავს.

ნუკრი რევიშვილისა და თიკო ჩხეიძის 9 წლის ქალიშვილი თბილისში ასევე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. დღეს მისი დაბადების დღეა.

ანა შოშიაშვილი წერს:

„რა ლამაზია, გილოცავ, თიკო. ბედნიერებაა, რომ ასეთი მაგარი ტატას დედა ხარ. აი, ვიცი, ჩვენი გოგოები ერთად, ძალიან, ძალიან კარგად და საუკეთესო მეგობრები არიან. ტატა სულ მიყვარდა, მაგრამ ახლა საოცრად ძვირფასია ჩემთვის“.

თიკო ჩხეიძე მარიტას დედის მილოცვას შემდეგი სიტყვებით პასუხობს:

„საოცარი მარიტას, საოცარი დედიკოსგან ამ სიტყვებს რომ წაიკითხავ, რა გრძნობაა?! სიხარულის, ტკივილის, მონატრების და იმედის სიტყვებია! მოვა დრო და ჩვენს გოგოებს შევხვდებით, მაგრამ დედის გულს აქ რომ უნდა იყოს, ამას რა ვუყოთ. მათ სილამაზეს და ნათელ მომავალს…“

მარიტა მეფარიშვილის დედა: დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა

“მოგწერენ მარიტა, გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყო ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ” – თიკო ჩხეიძე

ვიდეო: თიკო ჩხეიძემ გარდაცვლილ ქალიშვილზე საუბრისას აუდიტორია აატირა: „დედობა შვილის გარდაცვალებით არ მთავრდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები