LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოგწერენ მარიტა, გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყო ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ” – თიკო ჩხეიძე

883
BeFunky-collage (53)

მოდელი თიკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომელიც მის გარდაცვლილ შვილს მეგობარმა მისწერა.

 

 

როგორც თიკო ჩხეიძე წერილის პასუხად წერს, რომ შეეძლოს აუცილებლად გაუცვლიდა შვილს ადგილს და მეგობრებთან მის ურთიერთობას გააგრძელებდა.

“ამ წერილის გამოქვეყნების უფლება ავტორმა მომცა…მეგობარს მისწერა, გაფრენილ მეგობარს, ფარფატა ტატას…დენმა რომ იმსხვერპლა ცამოწმენდილზე…დღეს მზე კიდევ ერთხელ დაბნელდა, დღეს მიწა კიდევ უფრო გაშავდა და დღეს სიკვდილს ყველაზე მეტად შერცხვა საკუთარი თავის….მაპატიეთ, რომ შემეძლოს აუცილებლად გავუცვლიდი ადგილს ტატას და თქვენს ურთიერთობას გავაგრძელებდი

მოგწერენ მარიტა, აუცილებლად მოგწერენ ლიზისნაირი გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყოდ ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ…ნათელი შენს სულს, შვილო”, – წერს თიკო ჩხეიძე.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მისი მეუღლის, მოდელ თიკო ჩხეიძეს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. რამდენიმე წლის წინ, თბილისში, უბედური შემთხვევის შედეგად, წყვილს 9 წლის გოგონა გარდაეცვალა.

თიკომ ტრაგედიასთან გამკლავების ერთ-ერთ გზად წიგნის დაწერა აირჩია. გამოცემა მის გოგონას ეძღვნება და „აღსარება დედისა“ ჰქვია.

„არ არსებობს ძლიერი და სუსტი, არსებობს ერთი ცხოვრება, რომელიც უნდა გაიარო. ცხოვრების გზაზე, რომელშიც მარცხი წარმატებად შეიცვლება, სიკეთე სიყვარულად მოგევლინება, ტრაგედია ღმერთთან მიგიყვანს და ამ ყველაფრის მამოძრავებელი “ჩემი ცხოვრების ანგელოზი” გახდება“, – თქვა თაკო ჩხეიძემ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

ამავე თემაზე:

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები