თბილისში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, ერთი კი ამერიკულ ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული.
ცნობისათვის, თბილისში, ქუთათელაძისა და ლაღიძის ქუჩის კუთხეში აფეთქება დღეს მოხდა.
„ფორტუნას“ შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.