დღეს სულ უფრო ბევრი ქალბატონი ხდება დედა გვიან ასაკში და ეს მისასალმებელია. არსებობს დადებითი მხარეები, რომელიც 40 წელს ზევით ორსულობას და მშობიარობას მოაქვს და ამასთან, არის მინუსები, რომლის ცოდნაც აუცილებელია. მოდით ვნახოთ, რა 5 პლუსი და 5 მინუსი აქვს 40 წელს ზევით ორსულობას.

დადებითი მხარეები:

1. თქვენ იხანგრძლივებთ სიცოცხლეს, რადგან ცნობილია, რომ თუ 40 წლის ასაკში ქალის რეპროდუქციული სისტემა კარგად მუშაობს, ორგანიზმი და ყველა ორგანო მას ფეხდაფეხ მიჰყვება;

2. თქვენ ზრდით კოგნიტურ აზროვნებას, რადგან კვლევა აჩვენებს, რომ 35 წლის შემდეგ ნამშობიარევი ქალები უფრო კარგი მეხსიერებით გმოირჩევიან;

3. ამ დრო ქალი უფრო გონიერი და გაწონასწორებულია, შესაბამისად, მზადაა ყველა გამოწვევისთვის;

4. ამ დროს ქალი ფინანსურად უფრო სტაბილურია და ამიტომ მას ნაკლები სტრესი აქვს;

5. ამ დროს თქვენ უამრავი პოზიტიური მოგონება გაქვთ უკან, რაც იმას ნიშნავს, რომ არ დაგწყდებათ გული დაკარგულ წლებზე.

 

უარყოფითი მხარეები:

1. 40 წლის ასაკში ქალის ორგანიზმში ფერტილობა მკვეთრად იკლებს, რაც დაორსულების რისკს ამცირებს;

2. თვითნებური აბორტის რისკი 45 წელს ზევთ 50 პროცენტით მატულობს;

 

3. იმატებს ოსტეოპოროზოს რისკი;

4. კვლევების თანახმად, ნაადრევი მშობიარობის დიდი წილი გვიან ორსულოობაზე მოდის;

5. დიდია გესტაციური დიაბეტის რისკი, რადგან ეს რისკი 40 წელს ზევთ ქალებში 75 პროცენტით მატულობს.

 

კატეგორიები: ჯანმრთელობა

მსგავსი თემები