ბელგიური ბენდი oscar and the wolf საქართველოში monument-ის ეგიდით უკვე მეორედ ჩამოვიდა და ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგა.

მოდით დამპალ რუსეთს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია გართობა“ – სწორედ ასე მიმართა ბენდის სოლისტმა  მაქს კოლომბიმ ღონისძიებაზე მისულ მელომანებს, რამაც ქართველი მსმენელისგან  ოვაციები დაიმსახურა.

საათნახევრის განმავლობაში მუსიკოსმა მისი, როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა.

ბელგიურ ჯგუფს  – Oscar &the wolf-ს საზღვრებს გარეთ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. მათ შორის არის ბრიტანელი კომპოზიტორ-შემსრულებელი ელტონ ჯონი, რომელმაც 2017 წელს კოლექტივს ბელგიის მონაპოვარი უწოდა.

 

მსგავსი თემები