LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საფლავები გაძარცვეს

69
-2020-01-29-14-39-28-052050

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სასაფლაოზე რამდენიმე საფლავი გაძარცვეს.

შემთხვევა სოფელ შემოქმედში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გაძარცვულია დაახლოებით 10 საფლავი და წაღებულია ღობისა და კარის ფრაგმენტები.

“ფორტუნას” ფაქტი დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები