LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს ჩინეთის დედაქალაქს 33 ახალი მილიარდერი დაემატა

97
virus-outbreak

მსოფლიოს ყველაზე მეტი მილიარდერი პეკინში ცხოვრობს. Forbes-ის ყოველწლიური სიის მიხედვით, გასულ წელს ჩინეთის დედაქალაქს 33 ახალი მილიარდერი დაემატა და მათმა რაოდენობამ 100 მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ პეკინმა მილიარდერების რაოდენობით პირველად გაუსწრო ნიუ-იორკს, რომელიც ბოლო 7 წლის განმავლობაში ამ სიის ლიდერი იყო. ამჯერად, უმსხივლესი ამერიკული ქალაქი 99 მილიარდერით არის წარმოდგენილი.

პეკინის უმდიდრესი ადამიანი TikTok-ის დამფუძნებელი, ჭანგ იმინგია. მისი ქონება 2020 წელს გაორმაგდა და $35.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკის უმდიდრესი ადამიანის და ქალაქის ყოფილი მერის, მაიკლ ბლუმბერგის ქონება კი $59 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები