LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Summer Fancy Food Show-ზე წელს 16 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას

124
00

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საკვები და სასმელი პროდუქტების მწარმოებელ ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი პროდუქტი საერთაშორისო გამოფენაზე Summer Fancy Food Show-ზე წარადგინოს.

აღნიშნულ გამოფენას ყოველწლიურად საშუალოდ 47 000 პროფესიონალი ვიზიტორი და 5000 მონაწილე კომპანია სტუმრობს 57 ქვეყნიდან.

წელს Summer Fancy Food Show ნიუ-იორკში (აშშ) 23-25 ივნისს გაიმართება და ქართულ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის წარდგენა სპეციალურად მათთვის გამოყოფილ, 149 კვადრატული მეტრის საგამოფენო სივრცეში შეეძლებათ.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 2024 წელს გამოფენაში 16 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. კომპანიები სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე შეირჩევიან.

Summer Fancy Food Show-ზე რეგისტრაცია დაწყებულია. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 თებერვალი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები