LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში მუშაობის არანაირი სურვილი მაქვს, თუმცა იმ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით, რასაც პარტია მიიღებს: ლევან ხაბეიშვილი

114
ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „პარლამენტში მუშაობის სურვილი არ აქვს, რადგან არჩევნები გაყალბებულია, თუმცა იმ გადაწყვეტილებას, რასაც პარტია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიიღებს დაემორჩილება“.

ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიციის მიზანს რიგგარეშე არჩევნები წარმოადგენდა, რომელსაც ბოიკოტით და ერთპარტიულ პარლამენტზე ზეწოლით განახორციელებდნენ, თუმცა ოპოზიციონერი კოლეგების ნაწილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით რეალობას ცვლის, რადგან დღეს პარლამენტს მრავალპარტიული პარლამენტი ჰქვია, სადაც იმ რაოდენობის პარლამენტარია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაც შეუძლიათ.

“მიზანი იყო რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, ბოიკოტი და ერთპარტიული პარლამენტით ზეწოლა ხელისუფლებაზე. დღეს სამწუხაროდ, პარლამენტს ჰქვია როგორც მრავალპარტიული პარლამენტი, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და რიგგარეშე არჩევნებიც ამ ბოიკოტით ვერ მიიღწევა. პარტიაში გაიხსნა დისკუსია შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის დახურული თემა იყო, სანამ ჩვენმა პარტნიორებმა და კოლეგებმა სამწუხაროდ, ეს რეალობა არ დაგვიყენეს. ახლა, ისეთი სიტუაციაა და პარლამენტში იმდენი რაოდენობის პარლამენტარია, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებაც შეუძლიათ ამ ადამიანებს. ამიტომ, “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწევს რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს, ოღონდ ეს ფართო დისკუსიის შედეგად მოხდება. რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ პარლამენტში მუშაობის არანაირი სურვილი არ მაქვს, იმიტომ, რომ არჩევნები არის გაყალბებული. ხალხის ნება არ არის ასახული ამ პარლამენტში, თუმცა პატივს ვცემ ყველა ჩემი კოლეგის აზრს, ვინც ფიქრობს საპირისპიროს, რომელიც რეალობიდან გამომდინარე დადგა. საბოლოო ჯამში, დავემორჩილებით იმ გადაწყვეტილებას, რასაც პარტია ერთიანად მიიღებს“,- აცხადებს ხაბეიშვილი.

მისი თქმით, საბოლოოდ მიზანი უნდა იყოს “ქართული ოცნების” დამარცხება, რაც შეიძლება სწრაფად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ადამიანების პრობლემებზე ზრუნვა.

“ვართ რეალობაში, რომელიც არ მსიამოვნებს, იმიტომ, რომ მე მერჩივნა, პრინციპული პოზიცია გვქონოდა სრულიად ოპოზიციას, დღეს მრავალპარტიული არ ერქვას გაყალბებულ პარლამენტს და გაყალბებული არჩევნების ფონზე პარლამენტში არ იყოს წარმოდგენილი ამდენი პოლიტიკური პარტია. ჩემდა სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს, ამიტომ რაციონალური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს პარტიას”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g