LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში შეჭრის მცდელობა შეცდომაა, მაგრამ აშშ-ში კონგრესში შეჭრა შიდა ტერორიზმად გამოაცხადეს და 150 მდე საქმეა აღძრული: ამირან სალუქვაძე

105
2823

“შემირცხვენია ის სახელმწიფო, რომელიც სასამართლო განჩინების აღსრულებას ვერ უზრუნველყოფს და შეუშინდება პოლიტიკური ლიდერის გამოწვევას, რომელიც ეუბნება-„ვერ დამიჭერთ“, – ასე აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

როგორც მან “ფორტუნას” ეთერში განაცხადა, დასავლეთის რეაქციები “წითელი შუქის” ანთებას ნიშნავს.

“დასავლეთის რეაქციები არის არამხოლოდ დამაფიქრებელი “ქართული ოცნებისთვის”, არამედ უნდა აღიქვან, როგორც წითელი შუქის ანთება. მაქსიმალურად უნდა იმუშაონ და ახსნან, დააფიქსირონ თავიანთი პოზიციები, რადგან იქ არავინ წვდება იმ დეტალებს, რასაც ჩვენ ვისმენთ ყოველდღიურად, გირაო, სამაჯურის გადაგდება, მეორე გირაო… ამ ნიუანსებში არავინ ჩაწვდება. ისინი ამ მოვლენას აფასებენ, როგორც მსხვილი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაკავებას. ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი.

დიდი შეცდომა იყო პარლამენტის შტურმი. ამით ოპოზიცია გადავიდა მარგინალური პროცესებისკენ. გასაგებია, რომ ნიკა მელიას დაკავება ოპოზიციის გაცოცხლებაა. როგორც გაართმევს ამ გამოწვვას თავს “ქართული ოცნება” მათზეა დამოკიდებული.

პარლამენტში შეჭრის მცდელობა შეცდომაა, მაგრამ აშშ-ში კონგრესში შეჭრა შიდა ტერორიზმად გამოაცხადეს და დაახლოებით 150-მდე საქმეა აღძრული. პარალელები რომ ავიღოთ, ანალოგიურად, აქ შეიძლება მორალურად მართალი იყავი, მაგრამ პარლამენტში შეჭრა არ უნდა გეცადა და პოლიციელზე ხელი არ უნდა აგეღო”,-განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. ამ წუთებში კი ისინი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები